რეზონანსი
09.06.2024

„ნაცების ხელწერა უცვლელია, მმართველობის რეჟიმი სისხლზე უნდა იდგეს და ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური, პირად შეურაცხყოფასა და ბულინგზე- წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ზარქუას წინააღმდეგ მიმართლ ბულინგზე.

„ნაცების ხელწერა უცვლელია, მმართველობის რეჟიმი სისხლზე უნდა იდგეს და ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური პირად შეურაცხყოფასა და ბულინგზე. ამჟამად შვილთან ერთად მყოფ ირაკლი ზარქუასთან მიიჭრნენ და დაზეპირებული უშინაარსო სიტყვებითა და მხოლოდ მათთვის შესაფერისი ქცევით ეცადნენ ირაკლისათვის შეურაცხყოფის მიყენებას.

ნაც. მოძრაობით მოწამლულო ადამიანებო, „ქართული ოცნება" როგორც გუნდი და მისი წარმომადგენლები ცალ- ცალკე და თუნდაც ერთად არასოდეს იმოქმედებენ თქვენი ხელწერით. არ აგყვებიან უზნეობასა და არაადამიანობაში, ეგ ნიშა მარტო თქვენია და ამიტომაცაა რომ წლებია პოლიტიკური სანაგვიდან თავის ამოყოფას ცდილობთ!"-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×