რეზონანსი
30.06.2024

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც, შესაძლოა, ისტორია დაწეროს, რადგან ულტრამემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს.

ჯორდან ბარდელას სურს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს, მაგრამ აცხადებს, რომ ამ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ პარტია აბსოლუტურ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს.

ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×