რეზონანსი
09.06.2024

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება, - ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, კრისტი ტალახაძის ქმედებას, რომელმაც დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა იქ მიაყენა, სადაც ზარქუა 11 წლის ქალიშვილს ელოდებოდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტს თავიდანვე მიაწოდა ინფორმაცია მისი არასრულწლოვანი შვილის შესახებ, ტალახაძემ მაინც განაგრძო თანამზრახველთან ერთად, დავალებული ქმედების განხორციელება.

„ეს არის მორიგი გამოვლინება ფაშიზმის. აღმოჩნდა რომ სპეციალურად მომიგზავნეს, თორემ თავად მსხვერპლია, ჭანჭიკია. ხოშტარიასი, გირჩისა და ნაცების მიმდევარია, სექტას, რომ ეძახიან, იმის წევრია და მითუმეტეს შესაბრალებელია, რას უნდა ელაპარაკოს მას, მორალზე ან ღირსებაზე. ასეთი გამოხტომებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, იცოდეთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ყველას საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოგიტანთ", - განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×