რეზონანსი
18.05.2024

ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი მივიღე, სადაც ის ამბობს, რომ არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე საუბრისას „ქრონიკაში" განაცხადა.

„მან ერთგვარი წუხილი გამოთქვა და ფინეთში მიმიწვია იმისთვის, რომ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. მომწონს, რომ არსებობს გარკვეული ხიდები, რომ ამას გარკვეული შეფასებები მოჰყვეს და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაგმონ ეს საქციელი", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ვარდებით ხელში რუსთაველის გამზირზე - ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის დეპუტატებმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×