რეზონანსი
10.06.2024

17 ივნისს სომხეთის პარლამენტი (ეროვნული კრება) რიგგარეშე სხდომას გამართავს, რომელზეც მთავრობის გადადგომის საკითხზე იმსჯელებს. შესაბამის ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა მოაწერა ხელი.

„მთავრობის გადადგომის და ახალი მთვრობის ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ" დადგენილების პროექტის ავტორები არიან ოპოზიციური ფრაქციები „სომხეთი" და „პატივი მაქვს".

სხდომა 17 ივნისს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე დაიწყება. სომხეთის ოპოზიცია პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს და მის მთავრობას ქვეყნის სუვერენული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×