რეზონანსი
10.06.2024

ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება? ბევრი კითხვა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რითაც კომიტეტებზე გავერთობით , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იგო ხვიჩიამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდა "ქართულ ოცნებას" ისეთივე საფრთხეს უქმნის, როგორსაც "გლობალური ომის პარტია", რადგან ყველაზე მარტივია დაამარცხო მტერი, რომელიც არ არსებობს.

"ლგბტ საზოგადოება და ლგბტ პროპაგანდა "ქართულ ოცნებას" იგივე საფრთხეს უქმნის, რასაც "გლობალური ომის პარტია", იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მარტივია დაძლიო ისეთი ამოცანები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს. დაამარცხო მტერი, რომელიც არ არსებობს. აბა, ეკონომიკურ გაჭირვებას, შიმშილს და ერთპიროვნულ მმართველობას ხომ არ დაამარცხებ? ამიტომ უნდა მოიგონო ახალ-ახალი საფრთხეები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს.

მე უბრალოდ მიკვირს ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წელს რატომ გახდა რაღაცა მიუღებელი. პირობითად, ამ პერიოდის განმავლობაში რომ რამე მოხდა, ამაზე რას იზამენ? გამოასწორებენ? ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება? ბევრი კითხვა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რითაც ჩვენ კომიტეტებზე გავერთობით," - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×