რეზონანსი
10.06.2024

ამ ხნის განმავლობაში უცხოური გავლენების შემცირებაზე აქცენტს ვინც ვაკეთებდით და ქართველი ხალხის ინტერესებს ვიცავდით, ამის გამო ევროპელი ლიდერები გვამუნათებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, გვემუქრებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ ლიდერებს საკუთარ სახელმწიფოში ლეგიტიმაციაც არ ჰქონიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებმა დაარწმუნა, რომ „საქართველოს მთავრობა სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, როცა აქცენტირება ხდება ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესების გატარებაზე.

„აღმოჩნდა, რომ თავადაც პრობლემა აქვთ და მათი მოსახლეობა სულ სხვა მიმართულებით აძლევს დაკვეთას და აქვთ სურვილები. თურმე ცენტრალური ევროპის ხელისუფლებები სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, ამ არჩევნებზე სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა", - აღნიშნა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×