რეზონანსი
09.06.2024

როგორც „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება საქართველოში ძალიან დროული და აქტუალურია

„ვხედავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, როგორ არის მოხშირებული სხვადასხვა ისეთი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ცნობილია თავისი ქრისტიანული სარწმუნოებით, მაგალითად საბერძნეთი, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ასევე, ვიხილეთ უკრაინაში ლგბტ-პარადის მოწყობა და ა.შ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს თემა აქტუალურია საქართველოშიც და კანონმდებლობა მიზნად ისახავს ლგბტ პროპაგანდისა და ამ თემის წარმომადგენელთა უფლებების გამიჯვნას", - მიიჩნევს სეფაშვილი.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება შემდეგ კი საკითხის საკომიტეტო განხილვები დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი კანონის მიღების მნიშვნელობას, ქვეყნის იდენტობის შენარჩუნების კონტექსტში განიხილავს, ოპოზიცია ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×