რეზონანსი
02.07.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის მშობლებმა მის ბავშვობასა და ცხოვრების წესზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, გიორგი ძალიან მკაცრად იცავს დღის რეჟიმს. ღამის ათი საათის შემდეგ მასთან დარეკვა და მისი გაღვიძება ოჯახს აკრძალული აქვს.

„როცა მასთან ვალენსიაში ვიყავით, წონის პრობლემა ჰქონდა. საჭმელს არ ვჭამდით სახლში, რომ სუნი არ ყოფილიყო, გვეცოდებოდა, რადგან თითქმის არაფერს ჭამდა. 180 გრამ საკვებზე იყო. იქ რომ ვართ. ფეხის წვერებზე დავდივართ, არ უნდა გავაღვიძოთ, ძილი და რეჟიმი არ უნდა დაერღვეს. ტელევიზორსაც ძალიან დაბალ ხმაზე ვუსმენთ“ - ამბობენ მშობლები.

გიორგის დედისან განსხვავებით მამა მხარს უჭერდა შვილის საფეხბურთო მომავალს.

„მეკარის მშობლობა ძლიან ძნელია. თავდამსხმელმა ათი შეცდომაც რომ დაუშვას, ერთ გოლს გაიტანს და ხალხს აბედნიერებს, მეკარემ კი, რაც არ უნდა მაგარი ბურთები აიღოს, ერთი შეცდომის უფლებაც არ აქვს.“ - ამბობს მამა დავით მამარდაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×