რეზონანსი
02.07.2024

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. საქართველოს 12 ქალაქში, გამოსაცდელების მისაღებად უკვე მზად არის 24 საგამოცდო ცენტრი.

გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა აპლიკანტებს შეახსენა, რომ კიდევ ერთხელ გადაამოწმონ და დააზუსტონ გამოცდის თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა.

„ხვალ, 3 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. აპლიკანტებს ვთხოვ კიდევ ერთხელ, დაკვირვებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რეგისტრაციის დაწყების საათს და საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს გამოცდის რეგისტრაციის დაწყების დროს", - განაცხადა ნინო წერეთელმა.

წელს გამოდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×