თამთა ჩაჩანიძე 01.07.2024
![](rubrics/rubs2/artc207907/a1719844649.jpg)
ზაფხული პოლიტიკურად არააქტიური სეზონია, რომლის გასვლის შემდეგ, მალევე არჩევნებია, 4-თვიანი შუალედია დარჩენილი წინასაარჩევნო კამპანიისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბერი ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს შუალედი უქმად არ უნდა დაიკარგოს.
ნატალია ჯვარიძე 01.07.2024
![](rubrics/rubs2/artc207900/a1719836837.jpg)
უნგრეთი დღეიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი პოლონეთი გახდება. საინტერესოა საქართველო-უნგრეთის დაახლოების ფონზე როგორ აისახება ეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ევროკავშირში.
ელზა პაპოშვილი 01.07.2024
![](rubrics/rubs29/artc207909/a1719845331.jpg)
რა მოხდება და როგორ გავლენას მოახდენს საფრანგეთის არჩევნები მსოფლიოზე, თუკი მეორე ტურში გამარჯვება კვლავ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ერთობის“ პარტიამ მოიპოვა. რა პროცესები დაიწყება ქვეყნის შიგნით და რა გავლენა ექნება მას ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკაზე.
ქეთო გოგოხია 01.07.2024
![](rubrics/rubs3/artc207910/a1719846254.jpg)
რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა ნაწილობრივ გაიხსნა. როგორ განვითარდება მომავალში და რა შესაძლებლობები ექნება ენერგეტიკულ სექტორს ბირჟის ამოქმედებით, დიდწილად იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს პოზიციაზე, რამდენად ჩაერევა მისი მუშაობის პროცესში და ექნება თუ არა დამოუკიდებლად ფუნქციობის შესაძლებლობა. ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს. შესაბამისად, გაუგებარია, რა შეღავათი ექნება სექტორს. ცხადია, ენერგეტიკული ბირჟა სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შესაძლებელია ინვესტიციები მოიზიდოს და გენერაციის ობიექტებისა და გამომუშავების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი.
ელზა პაპოშვილი 29.06.2024
![](rubrics/rubs29/artc207774/a1719666423.jpg)
დუშეთის ბაზარშიუკმაყოფილო მყიდველსა და გამყიდველს შორისმომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. როგორც ადგილობეივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მოკლულია 51 წლისმამაკაცი -ბესო სინჯარაძე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფო შიმიყვანისას გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიით, იგი ჩხუბის დროს დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა და დანა სრულიად შემთხვევით მოხვდა.
ნატალია ჯვარიძე 01.07.2024 ![](rubrics/rubs2/artc207899/a1719836645.jpg)
პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და მერვედფინალში გასვლით ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ესპანეთთან (1:4) თამაშის დასრულების შემდეგ ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა გვარაცხელიამ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ გამოცდილება აკლდათ, თუმცა, შემდეგში უფრო მეტის გაკეთებას ეცდებიან.
თამთა ჩაჩანიძე 01.07.2024 ![](rubrics/rubs2/artc207892/a1719832178.jpg)
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ინტერესი ძლიერდება - ვაშინგტონის 9-11 ივლისის სამიტზე პარტნიორობის ფორმატში საქართველო სომხეთი და აზერბაიჯანი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეა მიწვეული. თბილისისა და ერევნის საგარეო უწყებებმა დაადასტურეს, რომ სამიტს დაესწრებიან, ჯერჯერობით უცნობია რა გეგმა აქვს ბაქოს.
თამთა ჩაჩანიძე 30.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207828/a1719745782.jpg)
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შთამბეჭდავმა დებიუტმა ქვეყანის შიგნით გააჩინა და გააძლიერა ეროვნული ერთიანობის განცდა, ქვეყნის გარეთ კი გაზარდა საქართველოს ცნობადობა და დადებითად შეცვალა ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ. თუმცა, რამდენად მოახდენს გავლენას ეს ცვლილებები თუნდაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ეს უკვე მეორე საკითხია.
თამთა ჩაჩანიძე 30.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207839/a1719752863.jpg)
რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ კრემლი საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობის მხრივ ფსონს თბილისის მოქმედ მერზე კახა კალაძეზე დებს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების გათვლით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში კალაძე პრემიერ-მინისტრი გახდება და „მასთან უკვე სერიოზულად შეიძლება დალაპარაკება ურთიერთობის საბოლოო ნორმალიზებაზე", მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც.
ელზა პაპოშვილი 30.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207834/a1719750347.jpg)
ევროპული საბჭოს 27-28 ივნისის სამიტი საქართველოს მიმართ მხოლოდ გაფრთხილებითა და მოწოდებებით შემოიფარგლა - ხელისუფლებას მოუწოდებენ შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიც „საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რასაც გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტოდ შეჩერებისკენ მივყავართ“. თუმცა, მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს გააცნო 3 კონკრეტული შეზღუდვა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიმართ შეიძლება აამოქმედოს.
ნატალია ჯვარიძე 29.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207784/a1719671215.jpg)
„ქართული ქარტია" 26 მაისს გაჩნდა, ერთიანობის დეკლარაცია კი ერთი თვის შემდე - 24 ივნისს. „ქართულ ქარტიას" 17 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს, ერთიანობის დეკლარაციას კი - 7. ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ერთიანობის დეკლარაცია „ქართული ქარტიის" ალტერნატივაა, რაც ამომრჩევლებში დაბნეულობას იწვევს. რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ამ ორ დოკუმენტს მართლაც ასეთი ეფექტი ჰქონდეს? ანალიტიკოსთა მისაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.
ელზა პაპოშვილი 28.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207729/a1719588006.jpg)
მოხდება თუ არა ოპოზიციური ერთობის ფორმირება - „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ გარკვეულ პირობებზე საუბრობს. პარტია მზადაა, ერთიანი სიისა და ერთობის შემთხვევაში, პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს.
ნატალია ჯვარიძე 29.06.2024 ![](rubrics/rubs8/artc207769/a1719659877.jpg)
პარასკევს, 28 ივნისს აშშ-ში გამართული პირვცელი დებატები დემოკტრატებისათვის კატასტროფული გამოდგა. ამას უკვე დემოკრატების მხარდამჭერი ამერიკული მედიაც აღარ მალავს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, პარტიაში ნამდვილი პანიკაა და უკვე სერიოზულად დაიწყო საუბრები პრეზიდენტობის კანდიდატის ჩანაცვლებაზე. თუმცა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია რამდენად დათანხმდება ამას მოქმედი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი.
ქეთო გოგოხია 27.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207669/a1719510250.jpg)
საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფები დიდი სისწრაფით მატულობს. პანდემიური პერიოდის შემდეგ ასეთი მაღალი ფასი პირველად ფიქსირდება, რასაც ბიზნესმენები გლობალურ პროცესებს უკავშირებენ, რამაც გადამზიდავებს პრობლემა შეუქმნა და ტარიფებზეც აისახა. საკონტეინერო გადაზიდვის ინდექსმა ახალ რეკორდებს მიაღწია და 6 000 დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აზიის ქვეყნებიდან საზღვაო გადაზიდვა გაძვირდა. ტენდენცია, მცირე საფასო რყევებით, გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის უკვე ტარიფების დაახლოებით 350%-იანი მატებაა.
გვანცა წულაია 27.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207666/a1719507364.jpg)
საქართველოში კადრების დეფიტიცი ისევ გრძელდება. კერძო სექტორი მუშახელის პრობლემას კვლავ განიცდის და ტურისტული თუ აგრარული სეზონის მოახლოებასთან ერთად, პრობლემა უფრო გამწვავდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება ქართველების დიდ ნაწილს საზღვრებს გარეთ ურჩევნია, ვიდრე სამშობლოში. მიზეზი, რა თქმა უნდა, მეტი ანაზღარებაა.
ქეთო გოგოხია 26.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207602/a1719422095.jpg)
საქართველოში აზარტული ბიზნესი მცირეხნიანი შეზღუდვის შემდეგ ისევ ფართოვდება. საკანონმდებლო ცვლილებით ამ ეტაპზე სექტორის გაძლიერება უცხოელების ხარჯზე მოხდება. როგორც აღმოჩნდა, მკაცრი რეგულაციების ფონზე გასართობმა ბიზნესმა მომხმარებლების საკმაო ნაწილი დაკარგა, უცხოელებიც კი სხვა ქვეყნებზე გადაერთდნენ. მდგომარეობის შეცვლას მთავრობა ადგილობრივების დაცვით და უცხო ქვეყნების მოქალაქეების მოზიდვით ცდილობს, რაც იურისტების შეფასებით, დისკრიმინაციული მიდგომაა.
გვანცა წულაია 26.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207598/a1719420295.jpg)
ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე ლარის მერყეობა უკვე ყოველდღიურად შეინიშნება. ამპლიტუდა 2-4 თეთრია, თუმცა ასეთი მოცემულობის მიუხედავად, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სავალუტო ბაზარზე რაიმე საგანგაშო არ ხდება და ეროვნული ბანკიც მდგომარეობას აკონტროლებს.
ელზა პაპოშვილი 27.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207675/a1719514682.jpg)
ამ დრომდე უჭირთ ოზურგეთში, სოფელ გაღმა დვაბუზში მომხდარი მკვლელობის შესახებ ადგილობრივებს მოტივზე საუბარი. ისინი ამბობენ, რომ არ იციან რა გახდა მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც მკვლელობით და თვითმკვლელობით დასრულდა.
ნატალია ჯვარიძე 26.06.2024 ![](rubrics/rubs5/artc207589/a1719411873.jpg)
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში 25 ივნისს ძლიერი ქარიშხალი იყო, რომელსაც თან ახლდა ქარბორბალა. რის შედეგადაც დაზიანდა ალავერდის ტაძარი და ასევე ტაძრის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა. განადგურებულია ტაძრის ეზოში მრავალწლიანი ნარგავები. „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამას კლიმატის ცვლილებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი გამოკვეთილი ქარბორბალა პირველად დაფიქსირდა. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|