რეზონანსი
14.06.2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ოთხი ოლქი, ხოლო კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინი არ შეწყვეტს სამხედრო შეტევას მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდება.

„ეს ულტიმატუმის შემცველი მესიჯია, რომელიც არაფრით განსხვავდება წარსულში მიღებული მესიჯებისგან. ის არ გაჩერდება. ამიტომ, არ უნდა ვენდოთ ამ მესიჯებს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×