რეზონანსი
18.06.2024

რუსეთის მეორე დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს, ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გონჩარენკო რუსულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე სამხედრო ფეიქების გავრცელებაში, ტერორიზმის გამართლებასა და სიძულვილის წაქეზებაში. 

"სასჯელში წერია, რომ სამი წელი ციხეში უნდა გავატარო, დანარჩენი შვიდი - საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სამი წლით ამიკრძალეს საიტების ადმინისტრირება. ვიღებ მილოცვებს!", - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში. 

კონკრეტულად რა გახდა უკრაინელი დეპუტატის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი, უცნობია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×