რეზონანსი
01.06.2024

სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 11.8 პროცენტი იყო 2022-2023 წლებში კლებამ 3.8 პროცენტი შეადგინა რაც 2020-2021 წლების შემდეგ ბოლო ათი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.

საქსტატის განცხადებით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში კლება 5.0 პროცენტი იყო და 15.6 პროცენტს გაუტოლდა.

ამ კუთხით საქართველოზე რთული სიტუაცია სომხეთსა და თურქეთს აქვთ. სომხეთში ბოლო მონაცემებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 26.5 პროცენტი ცხოვრობს, რაც რეგიონში ყველაზე ცუდი შედეგია.

თურქეთის შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებელი 2023 წლის მაჩვენებლების მიხედვით, 12.3 პროცენტს შეადგენს. ცნობისთვის, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 1.7 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

რეგიონში ყველაზე კარგი შედეგები რუსეთსა და აზერბაიჯანს აქვს, რუსეთის შემთხვევაში 2023 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის დაახლოებით 8.5 პროცენტი იმყოფება, რაც დაახლოებით 12.4 მილიონი ადამიანია. ცნობისთვის, ეს ნიშნული რუსეთს ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგია. 2022 წელთან შედარებით 0,8 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. აზერბაიჯანის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და 5.5 პროცენტს შეადგენს და რეგიონში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იავებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფშია შემცირებულია.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×