რეზონანსი
01.06.2024

ძალადობრივი არცერთი ფორმა, მოვლენების რადიკალიზაცია არ არის მისაღები და ეს არის ის, რასაც მკაცრად ვემიჯნებით. ეს არ არის მისაღები არცერთი მიმართულებით, ვინც არ უნდა იყოს მოქმედი მხარე, დაზარალებული თუ აგრესორი, რომელიც მიმართავს კანონგარეშე აგრესიულ ფორმებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აგრესიისკენ მოწოდებები უნდა აღიკვეთოს, რადგან ამით აგრესიის გაგრძელების პროვოცირება ხდება.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია და უფრო საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაა, რომელიც ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას აქტიურად ეწევა. მათ შორის, როდესაც ხდება საჯაროდ გავრცელება გარკვეულ სივრცეებში ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის, მარტო იმიტომ, რომ ეს ხალხი მოაქციონ ბულინგში. ეს დაუშვებელია, მიუღებელია და მინდა, ვთხოვო ყველას, ასეთი ქმედებებისგან თავი შეიკავონ, რათა კიდევ უფრო არ ჰქონდეს შემდგომი გამწვავება ამ ყველაფერს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ ასეთი ინიციატივები, რომლებსაც თვალს ვადევნებთ, როდესაც მოუწოდებენ ადამიანებს აგრესიისკენ და ამას ძირითადად ვხვდებით ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მხრიდან, საჯარო სივრცეებში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი პოზიტიურად და დადებითად. ეს არის ის, რაც უნდა აღიკვეთოს, ეს არის ის, რაც წარმოშობს, მათ შორის, აპროვოცირებს შემდგომი აგრესიის გაგრძელებას. ეს არის უაღრესად მიუღებელი რამ. საჯარო დებატებში შეგვიძლია, ამაზე გახსნილად ვისაუბროთ. სამართლებრივ მხარეზე, ვინ, რისთვის და როგორ გასამართლდეს, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ვერ მივცემ თავს უფლებას და არ იქნება მართებული, სხვა კომპეტენტურ დაწესებულებებზე უფრო ადრე გავაკეთო შეფასება და განცხადება გარკვეულ მოვლენათა მოსალოდნელობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×