რეზონანსი
01.06.2024

ავსტრიაში მიმდინარე მოსამზადებელი ეტაპის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა - „ბორდოს" ქართველი ლეგიონერის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიღწევა სურთ.

„ჯერჯერობით კვლავ არასრული შემადგენლობით ვემზადებით. რამდენიმე ფეხბურთელი საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ შემოგვიერთდება. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესს განსხვავებული ემოცია აქვს - უფრო მშვიდად ვართ და ნაკლებად ვნერვიულობთ.

ჩემი აზრით, ავსტრიაში კარგი მოსამზადებელი შეკრება გამოგვივა და შესაბამისი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით, შედეგიც გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.

ევრო 2024-ისთვის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ამ ეტაპზე 14 მოთამაშე ემზადება, გუნდი სრული შემადგენლობით მომავალი კვირიდან შეიკრიბება. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე „ჯვაროსნები" 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×