რეზონანსი
01.06.2024

კლასტერების დრო მიდის და ამიტომაც არანაირი შანსი არჩევნებში რაიმე შედეგის დადების ამ კლასტერული ტიპის ოპოზიციასაც არა აქვს!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

როგორც ეკონომისტი მიიჩმევს, საქართველოს არც ერთ ხელისულებას არ ჰქონია იმხელა მასშტაბის საერთაშორისო ზეწოლა, როგორც „ქართულ ოცნებას" აქვს.

„ასეთი საერთაშორისო ზეწოლა საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია, მეტსაც ვიტყვი ევროპაშიც კი ერთადერთი წლების წინ ავსტრიის არჩევნებში გამარჯვებული პროეროვნული ხელისუფლების მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც გარედან ზეწოლის შედეგად თავად გადადგა, რადგან ბრიუსელისთვის მისი ეროვნული პრობლემატიკის წინ წამოწევა მიუღებელი აღმოჩნდა!

და ასეთ დროს ელემენტარულად სოლიდარობის გრძნობა რომ არ გიჩნდება არჩევნებით და უმრავლესობით მოსული მთავრობის მიმართ სხვა არაფერია თუ არა არასრულფასოვნების კომპლექსი და საკუთარი თავის უარმყოფელი ქსენოფილია.

მაგრამ როდესაც ასეთ დროს აქეთ ითხოვ თუნდაც შენი თვალსაზრისით "ცუდი კანონის" მიღების გამო, მთავრობის თუ პარლამენტის წევრთა დასანქცირებას, რასაც ქვეყნის დასანქცირება შეიძლება მოყვეს, ხოლო მთავრობის მხარდამჭერებს უაპელაციოდ "მოღალატის" იარლიკს აწებებ, უკვე ხდები კლასტერი, რომელსაც საერთო არაფერი არც პატრიოტიზმთან და არც ნათელ მომავალთან, არც ევროპულ იდეებთან არა აქვს, აქეთ ხდები ჩვეულებრივი ნაძირალა!

კლასტერების დრო მიდის და ამიტომაც არანაირი შანსი არჩევნებში რაიმე შედეგის დადების ამ კლასტერული ტიპის ოპოზიციასაც არა აქვს!", - წერს ეკონომისტი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×