რეზონანსი
01.06.2024

პარტნიორებმა ზუსტად იციან, თუ რა არის საჭირო უკრაინის ცის სრული დაცვისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

„ამ ღამით, უკრაინის ცენტრში, სამხრეთით და დასავლეთით, სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტით და 50-მდე დრონით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომ მათი უმრავლესობა განადგურდა, მაგრამ დარტყმებიც იყო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.

„რუს ტერორისტებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ამ ტერორიზმის შესაჩერებლად და იმისთვის, რომ ეს ნორმად არ იქცეს, ეფექტური გადაწყვეტილებების დროულად მიღებაა საჭირო. უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს, რათა კრემლში შეშლილებმა გაიგონ, რომ მათი ტერორიზმი მიზანს ვერ აღწევს. პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის ამისთვის საჭირო. დამატებით Patriot-ები და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. უკრაინაში F-16-ების მიწოდების დაჩქარება და გაფართოება. ჩვენი ჯარისკაცების ყველა საჭირო შესაძლებლობით უზრუნველყოფა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსული ძალების მიერ დღეს ღამით განხორციელებული მასიური თავდასხმის სამიზნეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×