რეზონანსი
18.06.2024

„ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას - მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის, რადგან დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი." - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის საერთო სიასა და გახარიას პარტიის განცხადებაზე, რომ მათთვის მარტო პარტია „ლელო“ არის მისაღები, განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ რომ მორიგ ჯერზე შეეცადოს არჩევნებით მანიპულირებას.

„ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. დღეს ყველა შეხვედრაზე, იქნება ეს საპროტესტო აქცია თუ ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ ოპოზიციური ერთობა, ამიტომ ჩვენი ვალია საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ, ამიტომ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრე დიდი ერთობის, რადგან ფრაგმენტაცია, დაქუცმაცება და დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მორიგ ჯერზე შეეცადოს მოახდინოს არჩევნებით მანიპულირება. ახლა ამის შესაძლებლობა ივანიშვილს არ უნდა მიეცეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანები.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×