რეზონანსი
04.07.2024

ფეისბუქმომხმარებელი ტიტე კვარაცხელია ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:

"იციან, რომ კვარაცხელია ვარ და ხვიჩა შვილებზე და შვილიშვილებზე არანაკლებად მიყვარს, ჰოდა:

მხვდება ერთი:

- ააა, ჩაკვეს პასებიიიი;

მხვდება მეორე:

- მამარდა კარებში რომ არ იდგეს;

მხვდება მესამე:

- კიტე რომ არ დამტვრეულიყო, შეიძლება მოგვეგო;

მხვდება მეოთხე:

- ქოჩორააა, ოოოოო

მხვდება მეხუთე:

- მიქაუტა პირველია…

პ.ს. ბოღმა ტაქტსაც აკარგვინებს თურმე ადამიანს, ოღონდ კვარა არ აღიარონ, აი, ის რომ გაეტანა….

წალენჯიხა ყველაფერში ჩემპიონია, კვარა წალენჯიხელია, წალენჯიხამ, ერთადერთმა მთელ საქართველოში, ოპოზიციის მერი აირჩია და ამით დაამტკიცა, რომ ევროპელია, ამით დაამტკიცა, რომ დინების წინააღმდეგ ამაყად მიცურავს!

პ.ს. მე ასე არასოდეს მოვიქცეოდი" - დაწერა ტიტე კვარაცხელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×