რეზონანსი
28.07.2026

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის.

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს, სააგენტომ სახლი უკვე 1 640 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×