
ხანდახან მგონია, რომ რაღაც ზღაპარში ვართ. რომელ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ვლაპარაკობთ, ეს ადამიანი ციხეშია, მისჯილი აქვს და თან საქართველოს მოქალაქე არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ეს ყველაფერი სატირალია, რადგან იციან, რომ პრემიერ-მინისტრი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდება.
„რაზე ვსაუბრობთ? მინდა, გამეცინოს, მაგრამ ეს ყველაფერი სატირალია, რადგან იციან, რომ პრემიერ-მინისტრი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდება. მათი პრემიერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი ავატარი უნდა დამზადდეს, რომელიც შესახედავად მასზე უკეთესი იქნება, მაგრამ მისი აზრები ექნება. ამ ყველაფერს სერიოზულად განიხილავენ. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს „აპრავებენ“. ეს რომ ჩვენი პარტიის ლიდერს ეთქვა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა აჟიოტაჟი ექნებოდათ ატეხილი? სერიოზულად პასუხობენ, თანამედროვე ტექნოლოგიებს რა სჯობსო. თინა ბოკუჩავა მიხვდა, რომ მათთან ურთიერთობას არანაირი აზრი არ აქვს. რაც უნდათ, ის უქნიათ. თვალს გვერდიდან ვადევნებთ, მინდა, რომ გავიცინო. ამდენი ხანი ეძებეს და ნანულა ჟორჟოლიანი იპოვეს, რომელიც დიდი რეფორმატორია, მათ ამას ვულოცავ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“.