რეზონანსი
02.08.2026

რაიმე საფრთხეს უქმნის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" , იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები, - ამის შესხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას პასუხი მოჰყვა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას" ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა" რეგისტრაციაში არ გაატარონ და თქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ცისკარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეჭვი აქვს, ქართულ ოცნებას" გაუხარდება „ამ მინიშნებებიდან გამომდინარე, დამატებით იქექონ ჩვენს საბუთებში".

თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებისგან საერთაშორისო წნეხი აკავებს, რომლის შენარჩუნებაშიც ენმ-ის საგარეო გუნდმა, მათ შორის პირადად მან დიდი როლი ითამაშა.

„ამ საკითხზე სამი რამ შემიძლია ვთქვა: ერთი, თუ რამე აკავებს ივანიშვილს, რომ არ გააუქმოს პოლიტიკური პარტიები და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ეს არის საერთაშორისო წნეხი, საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. მეორე, თუ ვინმემ რამე გააკეთა იმისთვის, რომ ეს საერთაშორისო წნეხი შენარჩუნებულიყო და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის პარტიების გაუქმების საკითხი იყოს ძალიან მკაფიო წითელი ხაზი, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო გუნდა და პირდაპირ ვიტყვი, მათ შორის პირადად მეც. მე გაცილებით უფრო კრიტიკულად ვუყურებ იმ ორ წელიწადს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ გავატარე, მაგრამ ამ საკითხში იმედია, არავინ შემედავება. მესამე, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" , ეს არის ის იაფფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან".

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა. თინა ბოკუჩავამ 1-ელ აგვისტოს, "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ 30 ივლისს ჩატარებული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო, რადგან პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, სხდომას კი 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, „კვორუმით მანიპულირება და პოსტ-ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ" მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში".

თინა ბოკუჩავას ამ განცხადებას მოჰყვა " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის კომენტარი თინა ბოკუჩავაზე მინიშნებით, რომ „ქართულ ოცნებას ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა რეგისტრაციაში არ გაატარონ". ასევე, ცისკარიშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ცისკარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეჭვი აქვს, ქართულ ოცნებას" გაუხარდება „ამ მინიშნებებიდან გამომდინარე, დამატებით იქექონ" პარტიის საბუთებში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×