რეზონანსი
31.07.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში პარტია "თავისუფლების მოედნის" განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ "აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო".

ანანიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით ავტონომიური სტატუსიც გაუქმდება, შესაბამისად იგი მოუწოდებს "თავისუფლების მოედანს", რომ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად "სახიფათო და სახელმწიფო თემებს აღარ გაეკარონ".

"პარტია "თავისუფლების მოედანმა" როგორ ჩანს ორი რამ არ იცის: 1 - უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება. (აფხაზეთზეც იგივეს ფიქრობენ სავარაუდოდ) 2 - ძველი, მათ შორის, 16 წლის ავტომობილის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ამიტომ, მარტივ რჩევას მივცემდი ამ პოლიტიკურ დილეტანტებს - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკარონ..." - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×