რეზონანსი
28.07.2026

გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ახალი მოძრაობა - „ეროვნული თაობა“ დაარეგისტრირა. ორგანიზაციის გაცხადებული მიზანია ეროვნული ღირებულებების დაცვა. ორგანიზაციის დაფუძნებაზე განცხადება გუშინ გაკეთდა, რასაც ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა.

„დავარეგისტრირეთ მოძრაობა, რომელსაც ჰქვია „ეროვნული თაობა“. ის მიზნად ისახავს ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი დედაეკლესიის, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი წინაპრების, საზოგადო მოღვაწეების დაცვას. გვინდა, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და ქართველმა ახალგაზრდებმა ამ ორგანიზაციის გარშემო ბევრი კარგი ქართული საქმე გავაკეთოთ. თუ ნიკა გვარამიას და მისნაირების სალანძღავი ვართ მე და ჩემი მეგობრები, უკვე სწორ გზაზე ვართ.

გუშინ ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ძალიან ცუდად აიტაცეს და თქვეს, რომ თითქოს, ეს იქნება ძალადობრივი ქმედებებით. მე MMA-ის მებრძოლი ვარ და მიაწერეს ეს ყველაფერი იმას, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებით გავუსწორდებით ყველას, რაც არის ძალიან დიდი სიცრუე. ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ“, - განაცხადა „ეროვნული თაობის“ წევრმა გიორგი ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×