რეზონანსი
02.08.2026

მიმდინარე კვირაში თავდასხმების ქვეშ ჩვენი 16 რეგიონი მოექცა. რუსებმა 1 900-მდე დრონი, 1 600-მდე საჰაერო ბომბი და 144 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დღეს სუმის ოლქი საჰაერო ბომბებით დაიბომბა. ბროვარში, დრონის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამასთან, ხარკოვი და ხარკოვის ოლქი მუდმივი თავდასხმის ქვეშაა. ღამით რუსეთმა ასევე დაბომბა ოდესის, ზაპოროჟიეს და დნიპროს ოლქები. თავდასხმების შედეგად მიმდინარე კვირაში 1 500-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის ასობით საცხოვრებელი შენობა.

„რუსული საწარმოების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ამ თავდასხმების მხარდაჭერაზე მუშაობენ დრონების, რაკეტების და მართვადი საჰაერო ბომბების კომპონენტების წარმოებით, ჯერ კიდევ არ არის სანქცირებული. სწორედ ამიტომ, აგრესორი სულ უფრო მეტს დებს ბალისტიკური იარაღის შესაძლებლობებში და ცდილობს წარმოების გაზრდას. საჭიროა ზეწოლა რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის ყველა სეგმენტზე და სწორედ ეს ზეწოლა შეუწყობს ხელს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმების რაოდენობის შემცირებას. სანქციები უნდა გაფართოვდეს და უნდა იმუშაოს“, - წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×