რეზონანსი
02.08.2026

სამოქალაქო აქტივისტი, თორნიკე თოშხუა თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მას მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა თბილისის საკრებულოსთან 30 ივლისს მეორედ დააკავეს და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე თოშხუას აქციაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა ხელში.

მანამდე თოშხუა იმავე მიზეზით 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×