რეზონანსი
31.07.2026

საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში აღნიშნული პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი, რაც კანონის გზით უნდა დარეგულირდეს.

„სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ. ეს არ არის შემთხვევითი, გარედანაა თავსმოხვეული. გადავხედოთ ამ კონკრეტულ ადამიანებს, ორგანიზაციებს, აღმოვაჩენთ, რომ უცხოეთიდან ხდება მათი დაფინანსება და წახალისება. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×