რეზონანსი
29.08.2026

„ნაცმოძრაობის პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა“. სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა“, რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი დედაპარტიისათვის აფხაზეთი საქართველო არ არის, რის თქმასაც მთლად პირდაპირ ვერ ბედავენ, მაგრამ ქვეცნობიერიდან ამოსული წამოცდენების დონეზე ხშირად დეკლარირებენ.

„ამდენად, როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან, კეროდ, ოჩამჩირის რაიონიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს“.

ჟორჟოლიანისეული ეს „საქართველოში გადმოვიდა“ პირდაპირი გამოძახილი და გაგრძელებაა ნიკა გვარამიას მიერ შემოგდებული ნარატივისა, რომ საქართველომ აფხაზეთი, როგორც „ტრავმული მეხსიერება“ ისევე უნდა მოიშოროს, როგორც ფაშინიანმა - ყარაბახი.

ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი დედაპარტიისათვის აფხაზეთი საქართველო არ არის, რის თქმასაც მთლად პირდაპირ ვერ ბედავენ, მაგრამ ქვეცნობიერიდან ამოსული წამოცდენების დონეზე ხშირად დეკლარირებენ. ამიტომ დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტყვარჩელიდან ჩამოსულ აფხაზ ბლოგერზე, აწ გარდაცვლილ დაურ ბუავაზე - „საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა“-ო“, - წერს ხუბუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×