რეზონანსი
29.08.2026

 გერმანიის კანცლერი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელ დრონზე პასუხისმგებლად რუსეთს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი რუსეთს გამოაცხადებს პასუხისმგებლად ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთებელი დრონის გამოჩენისთვის და ამას სანქციებით უპასუხებს, იმის პარალელურად, რომ ამავდროულად ევროკავშირის შემდეგი სასანქციო პაკეტი მზადდება.

არსებული ინფორმაციით, მერცის საჯარო განცხადება შემდეგი კვირის დასაწყისში იგეგმება. მაშინ, როდესაც ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგაერო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. თუმდა, ეს უფრო ადრეც შეიძლება მოხდეს, თუ მერცი გადაწყვეტს ასე.

გამოცემის ორმა წყაროს გერმანიის კაცლერის დაგეგმილი განცხადებები "Zeitwende 2.0"-ს შეადარეს და 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კანცლერ ოლაფ შოლცის გამოცადებული "გარდამტეხი მომენტი გაიხსენეს". ერთი წყაროს თქმით, გერმანიის მთავრობაში თვლიან, რომ ასეთი სერიოზულ ინციდენტის შემდეგ, ცალკეული რუსი დიპლომატების გაძევება და ბერლინში "რუსული სახლის" დახურვა უკვე აღარ იქნება საკმარისი ზომა - პასუხი უნდა იყოს სანქციების რეალური გამკაცრება ან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ უფრო გაძლიერება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×