რეზონანსი
28.08.2026

„ჩვენ, წარსულში გვახსოვს, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორ ამუნათებდა ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო. ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს არ ეღიარებინათ თავიანთი ნამოქმედარი და, შესაბამისად, დაკისრებოდათ ის პასუხისმგებლობა, რაც კანონით არის გათვალისწინებული“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებებს. 

მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ ახლა დაიწყებენ იმ ადამიანების დამუნათებას, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. 

„ჩვენ, წარსულში ხომ გვახსოვს, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორ ამუნათებდა ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო. ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს არ ეღიარებინათ თავიანთი ნამოქმედარი და შესაბამისად, დაკისრებოდათ ის პასუხისმგებლობა, რაც კანონით არის გათვალისწინებული. იმიტომ, რომ მათ არ აინტერესებთ რეალურად ამ ადამიანების ბედი, რომელიც ზოგი წააქეზეს, ზოგი მოატყუეს, ზოგს შეუქმნეს არარეალური სამყარო, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და მათ შორის მიატოვეს, საერთოდ დაივიწყეს ამ ადამიანების არსებობაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავიანთი პოლიტიკური ქულების დასაწერად, თავიანთი პატრონების დავალების შესასრულებლად სჭირდებოდათ ხოლმე. და ახლა, როდესაც ამ ადამიანებმა გაიაზრეს თავიანთი ნამოქმედარი, აღიარეს დანაშაული და სახელმწიფომაც, შესაბამისად, პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში გამოიყენა თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილება, ახლა დაიწყეს მათი დამუნათება და მათზე თავდასხმებსაც კი მიიტანენ. მომავალშიც ზუსტად იმავეს გააკეთებენ, გააკეთებენ ამას ან თავიანთი ხელით, ან თავიანთი დამქაშებით, რომელიც არცთუ ისე ბევრი ჰყავთ უკვე დარჩენილი“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×