რეზონანსი
28.08.2026

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

„რუსეთს ამ ეტაპზე არ სურს ომის შეწყვეტა გამყოფ ხაზზე - კატეგორიულად არ სურს. ახლა მოლაპარაკებები, ძირითადად, მხოლოდ ტყვეების გაცვლით შემოიფარგლება", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ეს არის ის ძირითადი ასპექტები, რასაც ამჟამად რუსებთან დიალოგი ემყარება.

„ვფიქრობ, ძალიან მალე ყველანი ვიხილავთ მოლაპარაკებებს, თუმცა ეს უფრო ტექნიკური მხარე იქნება, რომელიც რაღაც უფრო დიდისთვის მზადებას შეეხება", - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა ომის შეჩერებას ვერ შეძლებს და საბრძოლო მოქმედებები ზამთარშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია", - დასძინა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×