
კანადის ფინანსთა და ეროვნული შემოსავლების მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 50%-იან საპასუხო ტარიფებს დააწესებს.
მისივე განცხადებით, ახალი ტარიფები 8 სექტემბრიდან ამოქმედდება და 700 პროდუქტზე 15%-იანი, 25%-იანი და 50%-იანი ტარიფები დაწესდება.
აღნიშნულ 700 პროდუქტს შორისაა სხვადასხვა სახის თევზი, მოლუსკები და წყლის სხვა წყლის უხერხემლოები, რომელზეც 25%-იანი ტარიფი დაწესდება; რძე და ნაღები ფხვნილი, გრანულების ან სხვა მყარი ფორმების სახით, რომელზეც 50%-იანი ტარიფი დაწესდება; ყველისა და ხაჭოს პროდუქტები (25%); ნატურალური თაფლი, მელასა და საცხობი ნარევები (50%); სუნამოები, მაკიაჟი და თმის მოვლის საშუალებები (50%); ხალიჩები (25%) და ფანერა (50%); ტუალეტის ქაღალდი და სახის ხელსახოცები (25%) ბლოკნოტები და კონვერტები (50%); მაისურები, ქურთუკები, კაბები, პალტოები, ხელთათმანები და სხვა ტანსაცმელი (50%); ფოლადის ან ალუმინისგან დამზადებული სხვადასხვა ლითონის ნაწარმი (50%); ღუმელები, ქურები, მაცივრები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სარეცხი და საშრობი მანქანები, თმის საშრობები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა (25%) კონდიციონერები (15%); სმარტფონები და ვიდეო თამაშების კონსოლები (50%); მოტოციკლები (50%) და მისაბმელები (25%); სათევზაო ანკესები, გოლფის ჯოხები და სავარჯიშო ინვენტარი (50%).