რეზონანსი
27.08.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×