რეზონანსი
27.08.2026

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზაზე, სადაც უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოვიდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე რევერსულად ხორციელდება.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვიდა და მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე რევერსულად ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×