
ვერაზე მოკლული მოზარდის, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა აბიტურიენტების სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე“ წერს და აღნიშნავს, რომ დღეს ნიკოლოზს მის მშობლებთან ერთად უნდა ეზეიმა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა.
“ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს... დე მიყვარხარ ჩემო ცხოვრება,“ - წერს თათია ჩირგაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე