რეზონანსი
30.08.2026

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, რეტკლიფის ვიზიტის მიზანი ნაწილობრივ იმის დადგენა იყო, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ უკრაინასთან შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები განახლებულიყო.

ცნობისათვის, ჯონ რეტკლიფი მოსკოვს 25 აგვისტოს სტუმრობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×