რეზონანსი
30.08.2026

სრუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზი"-ის მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა , - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ სახელმწიფო საგზაო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დაახლოებით დროით ღამის 1:00 საათზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა.

„საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი Setra-ს ავტობუსის მძღოლმა არაუსაფრთხო სიჩქარე აირჩია და მის წინ მიმავალ „კამაზთან" უსაფრთხო მანძილი ვერ შეინარჩუნა, რამაც შეჯახება გამოიწვია და ავტობუსი თხრილში გადავარდა", - აცხადებენ სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×