რეზონანსი
30.08.2026

ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში სამხედროების ჯგუფის მიერ ამბოხების მცდელობის შემდეგ ათობით ჯარისკაცი დაიღუპა ან დააკავეს. ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, ამბოხების მცდელობის უკან იდგნენ ახალგაზრდა სამხედროები, „სამხედრო ხუნტის მმართველობის პირობებში შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ძალადობის გამო".

ანალიტიკოსებისა და დიპლომატების ინფორმაციით, რუსეთის „აფრიკის კორპუსმა" ადგილობრივ ძალებს ამბოხის წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო მხარდაჭერა გაუწია.

მედიის ცნობით, ამასთან, ნიამეის მთავარ აეროპორტში, პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

„ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა, რამაც უსაფრთხოების ძალებს საშუალება მისცა, თანდათან კონტროლი დაემყარებინათ ვითარებაზე, დაეკავებინათ და გაენეიტრალებინათ დაუმორჩილებელი სამხედროები", - იუწყებოდა სახელმწიფო ტელევიზია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×