რეზონანსი
24.09.2026

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ მეფრინველეობის სექტორში ქათმის გრიპის (H9N2) ვირუსი გავრცელდა, რის გამოც ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიას წარმოების, 4 თვით, სრულად გაჩერება და გენერალური სანიტარიული დეზინფექციის ჩატარება დასჭირდა.

როგორც ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, იძულებითი ოთხთვიანი პაუზის განმავლობაში, საწარმომ, დაახლოებით, 12 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

მისივე თქმით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებული ზომების მიუხედავად, პროცესის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა, რამაც „ბიუ-ბიუს“ მაღაზიათა ქსელის დროებითი დახურვა გამოიწვია.

სურსათის ეროვნული სააგენტო კი ამტკიცებს, რომ  საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ამ ეტაპზე რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა.

"სააგენტო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე.

ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×