რეზონანსი
23.09.2026

2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთოს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

მსჯელობა ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ამ მხრივ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×