რეზონანსი
24.09.2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლუქსემბურგში შეხვედრების დეტალებზე საუბრობს.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ მათ ბევრი საკვანძო საკითხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში, ეს მათთვის უცნობი იყო. უცნობი იყო, ასევე, ის, რომ საქართველოსგან მუდმივად, დღესაც კი ითხოვს ევროკავშირი, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. უცნობი იყო ის დონე ჩარევისა, რომელიც საქართველოს არჩევნებში მოხდა 2024 წელს და მათ არ იცოდნენ, მაგალითად, ის, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ჩამოვიდნენ და დადგნენ აქციებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების შემდეგ.

ასე რომ, ეს დეტალები და ამ დეტალების ცოდნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სრულიად სხვანაირად უყურებენ და ხედავენ ახლა უკვე საქართველოს პოზიციონირებას," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×