რეზონანსი
24.09.2026

ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა საუბარი, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტების შეჯამებისას.

იგი ასევე აღნიშნულით ლევან მახაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია და იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დაიწყო.

„ჩვენ ვართ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებების ერთგული. ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველას ინტერესს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს ინტერესებთან. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც არის უზრუნველყოფილი მშვიდობა, რაც არის გარანტია ეკონომიკური წინსვლის; სამართლებრივი სახელმწიფო, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. რასაც ვითხოვთ, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხის ნების პატივისცემა.

ხშირად ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ასეთი პატივისცემა არ არის-ხოლმე გამოხატული და პირიქით, მიზანმიმართული თავდასხმაა ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილზე. ბატონი ლევანის მხრიდან ფრთხილი ოპტიმიზმიც ამიტომ იყო გამოთქმული. ჩვენ არ ვცხოვრობთ თეთრსა და შავ სამყაროში და ასეთი ვითარება არ არსებობს, მით უმეტეს, გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება. ჩვენ რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ეს არის ვილაპარაკოთ სიმართლე“, - აღნიშნა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×