რეზონანსი
24.09.2026

ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ამისკენ არის მიმართული იმ რეფორმების მხრივ მოწოდებები, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება ევროკავშირის ინსტიტუციებში.

„ამისკენ არის მიმართული იმ რეფორმების მხრივ მოწოდებები, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება ევროკავშირის ინსტიტუციებში, ვინაიდან რაღაც მომენტში გარედანაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ვფიქრობ ამ პროცესის ნაწილი არის ის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდე უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას პოვებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×