რეზონანსი
23.09.2026

თერჯოლაში, მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს, დაახლოებით, სამი კვირის წინ, ნადირობისას, ე.წ. ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლუკას გარდაცვალებას ნახშირღელეს საჯარო სკოლა ემოციური პოსტით ეხმაურება:

"უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან, ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული.იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენს სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს,"- წერია სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×