რეზონანსი
23.09.2026

ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.

„მე აქ ვარ საუდის არაბეთის ეროვნული დღის აღსანიშნავად. ჩემს კოლეგებთან ერთად მოვედი ჩვენს მეგობრებთან შესახვედრად და სწორედ ეს არის ჩემი აქ ყოფნის მიზეზი. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, გთხოვთ, სხვა შესაძლებლობები გამოიყენოთ. გიწვევთ ჩვენს ევროპის დღეზე, რომელსაც აღვნიშნავთ თელავში 10 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ყველა მოწვეულია. იქ პრესკონფერენციაც მექნება და შეგიძლიათ ნებისმიერი შეკითხვა დასვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×