რეზონანსი
23.09.2026

რუსეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში - ინფორმაციას მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავმა მოსკოვიდან აშშ-მდე მანძილი ჩრდილოეთის მარშრუტით, ყველა ქვეყნის გვერდის ავლით, 12 საათსა და 45 წუთში დაფარა. ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი სიტყვით გამოვა პოლიტიკურ დებატებზე, რომელიც 26 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.

ღონისძიებების გარდა, სერგეი ლავროვი 30-ზე მეტ შეხვედრას გამართავს. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოლაპარაკებები 23 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×