რეზონანსი
24.09.2026

ევროკავშირი სომხური პროდუქციის 80%-ს ტარიფების გარეშე დაუშვებს. ამის შესახებ განცხადებას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ავრცელებს.

ევროკომისარი უსვამს ხაზს, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს სომხეთის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი

“დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ სომხური პროდუქციის 80% ევროკავშირში ტარიფების გარეშე დავუშვათ.

ეს ჩვენი პასუხია რუსეთისთვის, რომელმაც თავისი ბაზარი დახურა სომეხი მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის მას შემდეგ, რაც სომხეთმა ევროპასთან დაახლოებაზე დემოკრატიული არჩევანი გააკეთა.

ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს სომხეთის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი”, - წერს კოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×