რეზონანსი
23.09.2026

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის, „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა, ვატო წერეთელმა კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა.

საბჭოში შედიან გია ხუხაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, ირაკლი მელაშვილი და დოდო შონავა.

„ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა „TV პირველის“ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. განაცხადა ვატო წერეთელმა. საბჭოს წევრებს შორის არიან: ირაკლი მელაშვილი, დოდო შონავა, გიორგი მშვენიერაძე, გია ხუხაშვილი, დავით ძიძიშვილი, ირაკლი აფაქიძე, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია და თამარ ჯინჭარაძე. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი - ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და „TV პირველის“ განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“, - წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×