რეზონანსი
24.09.2026

 "NATO მზად არის, უპასუხოს დივერსიებსა და დრონების ინციდენტებს მთელ ევროპაში და ასეთ საფრთხეებთან გამკლავების გეგმებიც შემუშავებული აქვს", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მარკ რუტეს თქმით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ჰიბრიდული ინციდენტების მზარდი რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აგებს უკრაინის ომს, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს.

"რუსეთი სულ უფრო მეტად აქტიურობს კიბერსივრცესა და სხვა სფეროებში, თუმცა NATO ამისთვის მზადაა", - აღნიშნა რუტემ ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ ტერაქტებს მიეძღვნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×